არ მიმაჩნია, რომ ამით რამე განსაკუთრებული შეიცვლება – იაგო ხვიჩია სამთავრობო ცვლილებებზე

ირაკლი კობახიძე სამთავრობო გეგმით პარლამენტში მივა. მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგი, დღეს 5 საათზე, ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება. ორშაბათიდან კი უკვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენები.
განხილვებში ჩაერთვება ოპოზიციაც, მათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვებიც ექნებათ, თუმცა ახალ გუნდს მხარს არ დაუჭერენ.
პარტია “გირჩის” თავმჯდომარის, ს განცხადებით, განხილვებში ჩაერთვებიან, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ხვიჩიას თქმითვე, არ ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში პოლიტიკური კურსი შეიცვლება.
“როგორც წესი, მონაწილეობას ვიღებთ ამ პარლამენტში, სანამ დავინახავ, რომ ამას რამე აზრი აქვს, ან ცნობისმოყვარეობის თვალსაზრისით არის საინტერესო ადამიანებისთვის. რაც შეეხება იმას, მხარს დავუჭერთ თუ არა – მგონი, პოზიცია, თავისთავად, ცხადია. არ მიმაჩნია, რომ ამით რამე განსაკუთრებული შეიცვლება, პირიქით, მგონია, გაგრძელდება ის კურსი, რაც არის ამ წუთას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, რათა დისკუსიებისა და დებატების საშუალებით ამხილონ “ქართული ოცნება”.
“ამ საპარლამენტო პროცედურებში მივიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ხალხს ნათლად დავანახოთ თუ რა ძალასთან აქვს საქმე “ქართულ ოცნების” სახით და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. იქნება დებატები, დისკუსიები და ამ დისკუსიებისა და დებატების დროს ვამხელთ ქართულ ოცნებას და ვაჩვენებთ ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს