“სტკივათ ის, რომ ლიდერებიც არ დაიხოცნენ და მაინც მოასწრეს იმ ავადსახსენებელი დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელმაც მათ პრივილეგიები მცირე ხნით დააკარგინათ” – ცოტნე გამსახურდიას 2019.წლის წერილი

6
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდი, 2019 წლის 9.აპრილს, სოციალურ ქსელში, ავრცელებდა ვიდეოს და წერდა:
უყურეთ: ჩვენი კაგებეჩნიკური ეკლესიის ოფიციალური პოზიციაა, შეიძლება ითქვას. 9 აპრილი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბრალი, მათ არ დაუჯერეს პატრიარქს საკუთარი ამბიციების გამო და ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი კომუნისტური ოფიციოზის პასუხისმგებლობაზე, კრემლზე, საბჭოთა არმიაზე, რომელმაც უიარაღო ხალხს ალესილი ნიჩბები და ტყვიები დაუშინა!
იქვე აღსანიშნავია მოსვეცკო ბნელიტის პოზიციაც,რომელიც “სანთლის დასანთებად” არის მოსული და მხარში უდგას ეკლესიას. თავის დროზე ესენი სუნიანებს და გიჟებს უწოდებდნენ მიტინგებზე მდგომ ხალხს, ახლა კი მათი სიკვდილი სტკივათ, ოღონდ უფრო მეტად სტკივათ ის, რომ ლიდერებიც არ დაიხოცნენ. არ დაიხოცნენ და მაინც მოასწრეს იმ ავადსახსენებელი დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელმაც მათ პრივილეგიები მცირე ხნით დააკარგინათ. ღვთის მადლით და ეკკლესიის შეწევნით კი დაიბრუნეს ერთ წელიწადში რუსის ჯარის დახმარებით,მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…