ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე, რომელმაც ის კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან ქარუმიძე, რომელმაც „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელი გიგაური კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.

„2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოს მაჩვენებელი 3 პუნქტით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად რეგიონული ლიდერობისა, არსებობს სახელმწიფო ძალაუფლება და დიდი კორუფცია. მმართველი პარტიის ლიდერებმა უნდა მიხედონ ამ გამოწვევებს, ნაცვლად ყურადღების გადატანისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ თავდასხმისა“, – დაწერა გიგაურმა X-ზე.

მას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა.

„მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ კორუფციის შესახებ რეიტინგები დიდ ბრიტანეთში მთელი 11 პუნქტით შემცირდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, ბოლო 6 წლის განმავლობაში. შვედეთში მთელი 6 პუნქტით შემცირდა 2016 წლიდან. ამ ქვეყნებშიც უარესდება?

უდავო ფაქტია, რომ თქვენ თავად არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რომ საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად და გაუსწრებს ევროკავშირისა და მათ შორის ნატოს ზოგიერთ წევრსაც. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეწყვიტოთ მონაცემებით მანიპულირება თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის.

სამოქალაქო ორგანიზაციები არ უნდა მუშაობდნენ პოლიტიკურ პარტიებთან. განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას კორუმპირებულები არიან“, – დაწერა ქარუმიძემ გიგაურის ტვიტის კომენტარებში, რის შემდეგაც ეკა გიგაურმა დეპუტატი დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ