ნუ­შის ბა­ღე­ბის სახ­ლი და ქო­ნე­ბა ესპანეთში – ბურჭულაძეს 3 მილიონამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

28
პრო­კუ­რორ ანი ლე­კი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვა და პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა გა­მო­ი­რი­ცხა.
“დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ მო­ი­თხო­ვა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მა ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რის გარ­და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რო­გორც ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, ისე ვა­სილ მხე­ი­ძის და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას მი­მართ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­შია ამ საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღარ შე­იც­ვლე­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რე ითხოვს მათ მი­მართ ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ქმე­დე­ბა­ში გამ­ტყუ­ნე­ბას და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას. ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურ­თან მი­მარ­თე­ბით ბრალ­დე­ბის მხა­რემ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა წა­რად­გი­ნა, რომ­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც შემ­დეგ პრო­ცეს­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მორ­თმე­ულ ქო­ნე­ბას, საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ რო­დე­საც უკა­ნო­ნო ან და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბა არ­სე­ბობს საქ­მე­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა, მათ შო­რის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და უკა­ნო­ნოდ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, უნდა ჩა­მო­ერ­თვას ეს ქო­ნე­ბა ბრალ­დე­ბულს. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მხა­რე მო­ი­თხოვს ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მხო­ლოდ იმ ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, რაც ეხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ გა­რე­მო­ე­ბებს, ეს არის ნუ­შის ბა­ღე­ბის სახ­ლი და მათ შო­რის, ეს­პა­ნეთ­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა.
ცნო­ბის­თვის, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.