საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის II დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – ჩვენმა გუნდმა ბრაზილიას 17:15 მოუგო.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 12:12 (4:3, 2:1, 2:3, 4:5) დასრულდა.
მატჩის გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 5:3 მოიგო. გატანილი გოლების ავტორები:
საბა ტყეშელაშვილი 1
ვატო დადვანი 1
ნიკა შუშიაშვილი 2
ანდრია ბითაძე 1
ხვიჩა ჯახაია 3
ბესარიონ ახვლედიანი 1
ანდრია ვლაჰოვიჩი 1
სტეფან პიეშივაცი 2
პენალტები ზუსტად პიეშივაცმა, ვასიჩმა, ჯახაიამ, შუშიაშვილმა და დადვანმა შეასრულეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა ჯახაია დასახელდა.
კომენტარები კომენტარი



