„ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია –

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ, 4 წლის ვადით.
მისი თქმით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით ქართული ეკონომიკა შოკურ ეფექტს აიცილებს თავიდან. „ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროდუქცია არ გაუძვირდება და ტვირთად არ დააწვება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, ასევე მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ექნებათ ადაპტაციისთვის საჭირო დრო, რათა კარგად მოემზადონ გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის, ეს კი, რა თქმა უნდა, უნდა კარგი საშუალება იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ არ მიიღოს შოკური ეფექტი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას