500-ლარიანი ქრთამის აღებისთვის გარდაბნის მერიის თანამშრომელს 9 წლამდე პატიმრობა ემქურება – საგამოძიებო – Netgazeti

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა გარდაბნის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ქრთამის ათრებას ედავებიან.საუბარია მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტზე. უწყების ცნობით, ის იმ მომენტში დააკავეს, როცა ქრთამის სახით მოთხოვნით თანხას იღებდა.“გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა