რა იცვლება ,,გრანტების კანონში”? – იურისტის განმარტება

19
იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ყველა ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ან ფორმალური ხასიათის არის, კანონის მთავარი რეპრესიული მიზანი კი არ შეცვლილა.
“ქართულ ოცნებაში იმდენად ეჩქარებოდათ ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვა, რომ გრანტების კანონში შესული ცვლილებებით ყველანაირი უცხოური ჩარიცხვა მოიცვეს და საელჩოების აუთსორსზე გატანილ კომერციულ სერვისებსაც შეეხნენ.
ცხადია, ეს მათი მიზანი არც იყო და არც არაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც ახლა მორიგი ცვლილებები დააინიცირეს, ასეთი კონტრაქტები რომ ამოერიცხათ გრანტების კანონიდან. ოღონდ ესეც ისე ცუდად დაწერეს, რომ კიდევ მოუწევთ გასწორება. ისედაც არ ეხებოდათ, მაგრამ მაინც დავწერეთო, როგორც თვითონ ამბობენ, თუმცა რეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ყველანაირი უცხოური ტრანზაქცია შეიძლება მოიცვას და ეს ბოლო ცვლილებაც ამითაა განპირობებული.
სულ ესაა მთელი ამბავი. რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა – დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებმა ისევ ვერ უნდა მიიღონ დაფინანსება. პს. მე ის უფრო მიკვირს, საერთოდ რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ ოცნება რაიმე გრანტზე გამონაკლისს დაუშვებდა”, – წერს სიმონიშვილი.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას” გრანტების შესახებ კანონში კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. ცვლილების თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საკონსულოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, თუ ეს დაფინანსება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებსა და მიდგომებს ემსახურება.(ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს