პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს. შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა.“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.დაკავებულს ბრალი წარუდგინეს, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა



