2023 წელს, საქართველოში, 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა

2023 წელს, საქართველოში, 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია.
ამასთან, მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს.
რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო, 60 კი გაშვილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”