კენიაში გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის აფეთქებას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 222 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია და ტექსტილისა და ტანსაცმლის საწყობი, რამდენიმე ავტომობილი და კომერციული და საცხოვრებელი ფართები დააზიანა.
მთავრობის პრესსპიკერის, ისააკ მუაურას განცხადებით, შეიქმნა სამეთაურო ცენტრი, რომელიც სამაშველო ოპერაციების კოორდინაციას განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”