როდესაც საუბარია მთავრობისთვის ნდობის გამოთქმაზე, რა თქმა უნდა, ნდობასთან მიმართებაში ძალიან შორს ვარ – თეონა აქუბარდია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას და მის სამთავრობო გუნდს, პარლამენტში, ელოდება საპარლამენტო ოპოზიციაც. პოლიტიკური პარტიები მომდევნო კვირას ყველა დაგეგმილ განხილვაში ჩაერთვებიან. წინასწარვე ცნობილია ოპოზიციის გადაწყვეტილება ახალი მთავრობის მხარდაჭერის ნაწილში. ისინი ირაკლი კობახიძის გუნდს ნდობას არ გამოუცხადებენ.
ოპოზიციის გადაწყვეტილება – არ დაუჭირონ მხარი მთავრობის ახალ მეთაურს, არ უკვირს მმართველ გუნდს. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი ღირსეული პრემიერ-მინისტრი იქნება.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მთავრობასთან ნდობის გამოცხადების ნაწილში ძალიან “შორს არის”, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვები 9 რეკომენდაციის იმ ნაწილთან ექნება, რომელიც მთავრობის პასუხისმგებლობაში შედის.
“როგორც ჩანს, ანგარიში გაუწიეს ირაკლი ღარიბაშვილს და ერთ კაცზე მეტი არ შეაცვლევინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობაში, ესეც ძალიან საინტერესოა, ალბათ მოგვიანებით მოხდება ცვლილებები. როდესაც საუბარია მთავრობისთვის ნდობის გამოთქმაზე, რა თქმა უნდა, ნდობასთან მიმართებაში ძალიან შორს ვარ, მაგრამ კითხვები მექნება. მთავარი კითხვა იქნება 9 რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც მთავრობის პასუხისმგებლობაა, მით უფრო, როდესაც პარლამენტში მთავარი რუპორი ბატონი კობახიძე იყო ანტიდასავლურ პროპაგანდაში”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ

ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო