2 თებერვალს თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ

თბილისის რაიონების აბონენტებს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ევგენი მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ტაშკენტის, გაბრიელ ისაკაძის, მგალობლიშვილის, ცხინვალის, ვაზისუბნის, იმედაშვილის, აბაშიძის, კანდელაკის, ოდესის, ოჩამჩირის, ყუშიტაშვილის, ჩერქეზიშვილის, გელოვანის, დავითაშვილის, ზოვრეთის, სოკრატ არშბას, ფანჯიკიძის, ლევანდოვსკის, სახოკიას, წულუკიძის, ონიაშვილის, ავქსენტი ნაჭყებიას, არდაზიანის, ბაჩანა ბრეგვაძის, ვოლოდარსკის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ირაკლი გამყრელიძის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ოსეთის, გურამ ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, იოსებიძის, შარტავას, აკაკი გახოკიძის, გოთუას, კანდელაკის, გაგარინის, ვიტალი დარასელიას და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ) და გოთუას ქუჩის მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება

ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში