მაია ნადირაძე: რაც შეეხება ნოღაიდელს…

პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი მაია ნადირაძე:
მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს. ვითმენ ათას ნახევარ სიმართლეს პირში წყალ ჩაგუბებული, რამე არ გავაფუჭო-თქო. მაგრამ სიმართლე ერთადერთი გამოსავალია ამდენი ტყუილის (ქოცების მხრიდან) და ნახევრად სიმართლის (არაქოცების მხრიდან) კორიანტელში.
რაც შეეხება ნოღაიდელს;
იყო ერთ-ერთი კარგი პრემიერი და ყველაზე შთამბეჭდავი წინსვლა მის დროს მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მარტო მისი დამსახურება არ იყო, მაგრამ მისიც იყო.
მის დანიშვნას ნამდვილად ახლადა კამათი და აზრთა სხვადასხვაობა. მე ვიყავი მისი დანიშვნის მომხრე და ვიყავი უმცირესობაში. რახან მიშას სხვა უნდოდა, უმრავლესობა მიშას უკრავდა კვერს. აქვე დავამატებ, რომ იმავე მიზეზით, ე.წ. ჟვანიას გუნდის წევრებს სიტყვა არ დაუწაწებიათ ნოღაიდელის სასარგებლოდ.
რატომ ვიყავი მისი მომხრე და იმიტომ რომ ყველაზე კარგად იცოდა შიდა სამზარეულოც, კულისებიც, გარე მდგომარეობაც და არც უტვინოა.
აქვე ვიტყვი, რომ სანამ პრემიერი იყო, მისით აღფრთოვანებული იყო უმრავლესობა და სააკაშვილიც.
არაფერი ვიცი, რაზე ასრიალდა ნოღაიდელი და რატომ აღმოჩნდა გადამდგარი. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ პატარკაციშვილმა “ შეაცდინა”.
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ეს “კორუფციისთვის მოხსნილი” კაცი, მალევე ყრილობაზე იყო საპატიო ლოჟაში გამოჭიმული. მაგრამ ამანაც არ უშველა და მალევე დურთა თავი პირდაპირ ფსბ-ში.
ამას არ ვწერ ნოღაიდელის გასაპრავებლად. ყველა ვინც მტრისკენ გადაიხარა, ყველა ნაგავი და თახსირია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკანა რიცხვით ტყუილები ვთხზათ.
ნოღაიდელი იქნება, მერაბიშვილი, ბოკერია, ოქრუაშვილი თუ ვინმე კიდევ სხვა, ყველას აქვს გაკეთებული კარგიც. და ვიდრე სიმართლეს იმასთან ვაზავებთ, რაც გვაწყობს, ვიქნებით ქოცხროვის მსხვერპლი.
და ბოლოს, ეს ამდენი მოთქმა- გოდება და საყვედური, რომ ეს რატომ დანიშნე და ის რატომ დანიშნე, არის ინფატილიზმი.
არავის რენდგენი ან ჯადოსნური სარკე არ ჰქონდა, რომ მაშინვე მიმხვდარიყო, 5-10 წლის მერე რას იზამდნენ. ეგეთ გახრწნილ, რუსეთისგან მოწამლულ ქვეყანაში ვცხოვრობთ 200 წელია. უმრავლესობისთვის საკუთარი ეგო და კეთილდღეობაა ცხოვრეპის პრინციპი. ერთეულებია, ვინც მხოლოდ იდეალებს ერთგულებს, ჩვენ შორისაც იყო ეგეთი, ( მაგ. ბაჩო ახალაია) რომელიც უმიზეზოდ, პირველივე გადაუგდეს მტერს საჯიჯგნად, რომ თავი გადაერჩინათ. ოღონდ…
ახლა ყველა ხიხოსტანის ტყვეა და იქაც კი, ზოგი ღირსების მწვერვალებს იპყრობს და ზოგიც სანახევრო სიმართლეზე თვლის.
მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დამსახურებაა ამ ქვეყნის , უკვე წასრსულს ჩაბარებული, წარმატება, მაგრამ მარტო არ იყო. უიმისოდ საერთოდ არაფერი იქნებოდა. მისი შთაგონებით და ძალისხმევით ნაძირლებიც კი საქმეს აკეთებდნენ. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ ყველა აქტორი სახეზეა, მაგრამ დაფანტული და არა ერთად.
ხოდა, შედეგიც, ანუ უშედეგობა სახეზეა.
იმის თქმა მინდა, რომ როცა ყველაფერი ვცადეთ და არაფერი გამოვიდა, ვცადოთ კიდევ ერთი რამე – სიმართლე.. ყველაფერი სხვა ნაცადია და დილეგი ისევ ჩაკეტილია.