გამომდინარე ბათუმის “დინამო” წინა მატჩიდან, ძნელად საფიქრებელი იყო, რომ ზღვისპირელები დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ ეროვნულ ლიგაში წლეულს აღზევებულ “რუსთავთან”.
არც პირველი ტაიმი მოასწავებდა ბათუმელთა ასეთ მარცხს, მაგრამ ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო, ასეთი სიურპრიზები რომ უყვარს. “რუსთავმა” შესანიშნავი მეორე ნახევარი ჩაატარა და ბათუმის “დინამოს” ამ სეზონში პირველი მარცხი აგემა, თავად კი დამსახურებული 3 ქულა გაიფორმა.
შაბათს, 11 აპრილს, ორივე გუნდი I ტურის გამოტოვებულ მატჩებს ჩაატარებს. ბათუმის “დინამო” თბილისელე თანაკლუბელებს ესტუმრებს, ხოლო “რუსთავი” სტუმრად შეხვდება “დილას”.
რუსთავი-დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 იაკობიძე (61, სეიხასის პასით), 2:0 ალმეიდა (64), 3:0 გუჯაბიძე (90, ოსეის პასით)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, იაკობიძე, ვ. ფაცაცია, ჩიქოვანი, სეიხასი (ოლივეირა 76), პამი (გუჯაბიძე 46), უბილავა – ოსეი – კესი (ჯიბრილი 68), დე ალმეიდა (ნ. ქუთათელაძე 76).
დინამო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი (აბუსელიძე 76), კობახიძე, მილჩენკო, ლაკვეხელიანი (ხოზრევანიძე 57), ფუტკარაძე (გ. კოხრეიძე 46), ჯაფარიძე (წულუკიძე 46), კირკიტაძე (გოგმაჩაძე 66), მარა, კალანდარიშვილი, მანდრიჩენკო.
არბიტრი: ბ. კუნჭულია