პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ

პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის- ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი , ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.
ჩიხელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი იყო და შესაბამისად, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ეს პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში.
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის.
ფაქტობრივი სურათი ასეთია: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან. თითოეულ შეხვედრას ჰყავდა თავისი მასპინძელი, რაც განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მომენტში ცენტრალურ ფიგურასაც.
ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.
დიპლომატიურ და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტში ელემენტარული ნორმაა, რომ როდესაც ორი ადამიანი უშუალოდ საუბრობს, მესამე პირი არ ერევა და საუბარში უხეშად არ იჭრება. სწორედ ამ სტანდარტის დაცვაა ასახული აღნიშნულ კადრებში და არა რაიმე „პროტოკოლური დარღვევა“.
პრეტენზია რატომ იდგა პრემიერი მათ გვერდით ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში. მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ!“- წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას