საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში – ვინ ტოვებს თანამდებობას მინისტრთა კაბინეტში

მომავალი პრემიერ-მინისტრი, , მინისტრთა კაბინეტში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელმძღვანელი შეეცვლება, თავდაცვის სამინისტროა. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ერთადერთი საკადრო ცვლილების მიზეზები ირაკლი კობახიძემ განმარტა.
საჯაროდ დასახელების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან არ გამოჩენილა. მომავალი თავდაცვის მინისტრი პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, თუმცა შეკრება კომენტარის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის სავარაუდოდ პოლიტიკიდან დიპლომატიაში გადაინაცვლებს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნატოში საქართველოს მომავალი ელჩის პოზიცია შესთავაზეს. მოქმედ ელჩს, ვიქტორ დოლიძეს, 4 თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან ირაკლი კობახიძესთან, როგორც ახალ პრემიერთან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილთან ახლა უკვე როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ისევ აქტიურად იმუშაონ.
პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის წარდგენამ სამთავრობო არა, თუმცა პარლამენტის დონეზე ცვლილებები გამოიწვია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობასთან ერთად, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობასაც იკავებდა. დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ახალი ლიდერი იქნება.
“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ცვლილებებს არც პარტიულ დონეზე გამოიწვევს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, სახელისუფლებო პარტია სტრუქტურულად ძლიერი და გამართულია.
2024 წელი მმართველ პარტიაში ცვლილებით დაიწყო, რაც სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განმარტებით, მომავალ არჩევნებში გარდაუვალი წარმატების საფუძველი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება