ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

ქენან ისმაილოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად სოციალურ ქსელში აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერის ძმამ, სხვა პირებთან ერთად, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო