აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედია ირაკლი კობახიძეს აქებს – Netgazeti

„როდესაც საუბარი ეხება სახელმწიფოთა შორის ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ საუბრობენ ინსტიტუტებზე, შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მექანიზმებზე“, თუმცა ამავე დროს გამოცემა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შემთხვევაში „არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი – ადამიანური“, რაც რეალურად ლიდერების როლზე გადატანილი აქცენტია”, – წერს გამოცემა.გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ „ორმხრივი კონტაქტების დინამიკა შესამჩნევად დაჩქარდა“ და განსაკუთრებულად გამოყოფს კობახიძის პირველ საგარეო ვიზიტს აზერბაიჯანში.სტატიაში ასევე ციტირებულია კობახიძის შეფასება, სადაც ის ალიევს „განსაკუთრებულ ლიდერად რეგიონში და მაგალითად“ მოიხსენიებს. პარალელურად, მოყვანილია ალიევის პოზიციაც, რომლის მიხედვით „აზერბაიჯან-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები შეიძლება მაგალითი იყოს ყველა მეზობლისთვის“.trend.az განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ილჰამ ალიევის როლზე და აღნიშნავს, რომ „იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ დეკლარაციად არ დარჩეს, საჭიროა პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე“, ხოლო „სწორედ აქ არის ილჰამ ალიევის როლი რთულად დასაფასებელი“.“სწორედ ლიდერების შეთანხმებული ხედვა განაპირობებს მსხვილი პროექტების განვითარებას”.გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული ინიციატივები საჭიროებს „პოლიტიკურ თანმიმდევრულობას, რომელსაც ლიდერები უზრუნველყოფენ“, რაც ირიბად კობახიძის როლსაც უსვამს ხაზს, როგორც ამ პროცესში ჩართული აქტორისა.ამავე კონტექსტში ხაზგასმულია შეხვედრების ინტენსივობა: ალიევმა ბაქოში არაერთხელ მიიღო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის . გამოცემა ამას ხსნის იმით, რომ „ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტია აქტიურ ფაზაში, რომ კომუნიკაცია მხოლოდ წლიური სამიტებით შემოიფარგლოს“, რითაც ურთიერთობების პრაქტიკულ და არა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათზე მიუთითებს.საბოლოოდ, trend.az ტექსტს ასრულებს იმ დასკვნით, რომ ორივე ლიდერს საერთო სტრატეგიული აღქმა აქვს: ქვეყნები „დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ“ მსხვილ რეგიონულ პროექტებს და სწორედ ეს „საერთო გაგება წარმოადგენს დღეს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების მთავარ მამოძრავებელ ძალას“.