ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია

0
ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის გარდაცვალებაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ და დაადანაშაულა.
მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად მოკლეს ხადემი. თუმცა, ცნობილია, რომ ორშაბათს გამთენიისას ირანის დედაქალაქ თეირანის გარშემო მდებარე საცხოვრებელ უბნებზე რამდენიმე ავიაიერიში განხორციელდა.
ხადემიმ ეს თანამდებობა გენერალ მოჰამედ ქაზემის შემდეგ დაიკავა, რომელიც ისრაელმა ივნისში, 12-დღიანი ომის დროს მოკლა.
„რევოლუციური გვარდიის“ სადაზვერვო ორგანიზაცია ირანში უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს და მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. მას ხშირად უკავშირებენ დასავლეთის მოქალაქეების ან უცხოეთთან კავშირის მქონე პირების დაკავებას. მას ასევე ბრალად ედება ქვეყნის გარეთ მკვლელობების განხორციელება და თავდასხმები მათზე, ვინც ირანის თეოკრატიულ რეჟიმს უპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება