“იუვენტუსმა” შეიძლება კიეზა გაყიდოს

26 წლის ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ შეიძლება “იუვენტუსი” დატოვოს, – იტყობინება “გაძეტა დელო სპორტი”.
კიეზას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება და შეიძლება კლუბმა გაყიდოს.
“იუვემ” მისი შესაძლო შემცვლელები უკვე შეარჩია – მატია ძაკანი (ლაციო), გიორგი სუდაკოვი (შახტარი) და დომენიკო ბერარდი (სასუოლო).
მიმდინარე სეზონში კიეზამ სერია A-ს 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში