„2024 წლიდან ექსპორტზე ზრუნვას აქტიურად ვიწყებთ“-„იქვე მეღვინეობა“

საგურამოში მდებარე „იქვე მეღვინეობა“ მიმდინარე წლიდან, საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, გივი ადეიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მეღვინეობა 2021 წლამდე მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებდა. მაგრამ, 2021 წელს საგურამოში მარანი ააშენეს, სადაც ქვევრის ღვინოს გაზრდილი რაოდენობით წარმოება დაიწყეს.
ამ ეტაპზე, მეღვინეობა 6 სახის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. კერძოდ – ქისი, ხიხვი, ბუდეშური, კახური მწვანე, შავკაპიტო-თავკვერი და ჩინებული. ჩამოთვლილი ქვევრის ღვინოებიდან, მხოლოდ 3 სახის ღვინოს რეალიზაცია ხდება, ხოლო უახლოეს ორ თვეში, სარეალიზაციოდ კიდევ 3 სახის ღვინო დაემატება.
როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, ექსპორტზე მუშაობა ახლა დაიწყეს და მათი მთავარი აქცენტი ევროპისა და -ს ბაზრები იქნება.
„თავდაპირველად 2 სახის ქვევრის ღვინოს, ქისისა და ხიხვის წარმოება დავიწყეთ და დაახლოებით 3000 ბოთლი ჩამოვასხით. „იქვე მეღვინეობამ“ საზოგადოების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, უკვე 70-მდე ობიექტში ვართ წარმოდგენილი. პროდუქციის რეალიზაციას მსხვილი ღვინის ბუტიკებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში ვახდენთ. წარმოებული ღვინის 70% თბილისში იყიდება, ხოლო დანარჩენი რეგიონებში (, ქუთაისი, სტეფანწმინდა) რეალიზდება.