ტრამპის თქმით, ირანთან 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისია

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მხარეებისთვის წარდგენილი წინადადება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია.
“მათ წინადადება წარადგინეს და ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,” განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში გამართულ ყოველწლიურ სააღდგომო ღონისძიებაზე.
მანამდე გამოცემა Axios წერდა, რომ , ირანი და რეგიონის ქვეყნების შუამავლები შესაძლო 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის პირობებს განიხილავენ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ომის დასრულებაც გამოიწვიოს.
Axios: -ირანის მოლაპარაკებებზე მხარეები 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ
წყაროების მიხედვით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, როცა პრეზიდენტი ტრამპის მიერ დადგენილი ვადა იწურება, შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ბოლო ძალისხმევა ერთადერთ შანსს იძლევა, რათა არ მოხდეს ომში შესაძლო ესკალაცია მას შემდეგ, რაც ტრამპი ირანის რეჟიმს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ორშაბათს უნდა ამოწურულიყო, თუმცა, კვირას, 5 აპრილს, ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ახალი ბოლო ვადა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, 20:00 საათამდე (თბილისის დროით 7 აპრილის 04:00 საათამდე), გაახანგრძლივა.
კვირას ტრამპმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ ირანთან “სიღრმისეულ მოლაპარაკებებს” მართავს და დაამატა, რომ სამშაბათს, ვადის ამოწურვამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
“ამის კარგი შანსია, მაგრამ თუ შეთანხმებას არ დადებენ, იქ ყველაფერს ავაფეთქებ,” თქვა მან.
აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტი ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკასთან შეთანხმებას არ დადებდნენ.
ტრამპი ირანის რეჟიმს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება, თუ შეთანხმებას არ დადებენ
“ჩვენს არმიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უდიდესსა და ყველაზე ძლიერის, არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი – ელექტროსადგურები!” – წერდა ტრამპი.