მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს

მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
ფოტო: NASA
არტემის 2-ის ეკიპაჟმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწია. ეს ნიშნავს, რომ ხომალდზე უკვე მთვარის გრავიტაცია უფრო ზემოქმედებს, ვიდრე დედამიწის.
მთვარის გრავიტაციული გავლენის არეალში ეკიპაჟმა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ მიაღწია, მთვარიდან დაახლოებით 63 ათას კილომეტრზე. შემდეგი ნაბიჯი (და, შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაცაა) ხვალ გადაიდგმება, როცა ხომალდი მთვარის შორეულ მხარეს შემოუვლის.
ეს მსოფლიო რეკორდიც იქნება — აქამდე ადამიანი დედამიწიდან ასე შორს არასდროს ყოფილა. აპოგეაში (მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე შორსაა დედამიწიდან) ყოფნისას ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან თითქმის 407 ათასი კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი. ცნობისთვის, წინა რეკორდი Apollo 13 მისიას ეკუთვნოდა და სულ რაღაც 6437 კილომეტრი იყო.
NASA-ს მიხედვით, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილში ასტრონავტები 7 აპრილის ღამის 3 საათისთვის იქნებიან. მთვარეზე დაკვირვების პერიოდი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება, რამდენიმე საათის შემდეგ კი ასტრონავტები მთვარის უკან აღმოჩნდებიან და ცოტა ხნით ჩვენთან კომუნიკაციას შეწყვეტენ.
ხომალდი მთვარეს ყველაზე მეტად 7 აპრილს, დაახლოებით 03:02-ზე, მიუახლოვდება. ამ დროს იგი თანამგზავრის ზედაპირიდან დაახლოებით 6550 კმ-ით იქნება დაშორებული. როგორც NASA განმარტავს, ამ მანძილიდან ეკიპაჟი მთვარის მთლიან დისკოს ერთდროულად დაინახავს, მათ შორის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებთან მდებარე რეგიონებსაც. გარდა ამისა, ასტრონავტები მზის დაბნელებასაც იხილავენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5590 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5114 ნახვა
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება3484 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?2831 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2310 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა

როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
გადახედვა
კოსმოსი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი