რუსეთში გაქცეული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკვდა

რუსეთში გაქცეული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმირ ლიაპკინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკვდა. ლიაპკინის დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია უკრაინის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა, ოლეგ ცარიოვმა გამოაქვეყნა. Медиазона-მ კი მისი სიკვდილი დამოუკიდებლად დაადასტურა
🔻 უკრაინული მედიის ცნობით, მასთან ერთად მოკლულია მოსკოვისპირეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი ედუარდ მალოვი. ორივე სამხედრო 2026 წლის 17 მარტს დაიღუპა. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ვლადიმერ ლიაპკინს სბუ-ში ოპერატიული დოკუმენტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის უხილავი მხარე – მოსმენები, გარე მეთვალყურეობა და ინფორმაციის შეგროვება“. გენერალ-მაიორის წოდება ლიაპკინმა 2013 წელს მიიღო, იმავე წელს იგი პირადად მონაწილეობდა მაიდნის საპროტესტო აქციების დარბევაში
🔻 2014 წლის თებერვალში, მომიტინგეების გამარჯვებისთანავე, ლიაპკინი სხვა მაღალი რანგის ოფიცრებთან ერთად სბუ-დან დაითხოვეს. იგი რუსეთში გაიქცა და ოკუპირებულ ყირიმში დასახლდა. ნომის დაწყებისა და ხერსონის ოკუპაციის შემდეგ, ლიაპკინმა ე.წ. „ხერსონის ოლქის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი დაიკავა