სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, დადიანის, ღოღობერიძის, მოლითის, ღრმაღელის, დაისის, კნოლევის, ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, სარაჯიშვილის, ოქტომბრის, ზესტაფონის, აწყურის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქართლის, თმოგვის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, დადიანის, ღოღობერიძის, მოლითის, ღრმაღელის, დაისის, კნოლევის, ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, სარაჯიშვილის, ოქტომბრის, ზესტაფონის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, სოლოლაკის ხევის, ბეთლემის აღმართის, დედაენის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ლერმონტოვის, გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის, ასათიანის, მაჩაბლის, ლორთქიფანიძის, ახოსპირელის, ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ჭონქაძის, იაშვილის, მესხის, ინგოროყვას, ქიქოძის, მაყაშვილის, კოტე აფხაზის, დიუმას, ავლევის, ნაკაშიძის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, პუშკინის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, სოლოლაკის ხევის, ბეთლემის აღმართის, დედაენის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ლერმონტოვის, გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის, ასათიანის, მაჩაბლის, ლორთქიფანიძის, ახოსპირელის, ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ჭონქაძის, იაშვილის, მესხის, ინგოროყვას, ქიქოძის, მაყაშვილის, კოტე აფხაზის, დიუმას, ავლევის, ნაკაშიძის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, პუშკინის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალის და დავითაია ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საირმის, მიცკევიჩის, იოსებიძის, ხვიჩიას, სულაკაურის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, აფაქიძის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, ცინცაძის, ბახტრიონის და ფანასკეტრელ-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ბაგრატიონის, კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.