ბერლინალეზე წამსვლელთა დელეგაციას კიდევ 2 წევრი დაემატა – დეტალები

ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაციას კიდევ 2 ადამიანი დაემატა. ბოლო მონაცემებით საბიუჯეტო ორგანიზაციის სტენდს 34 მონაწილე ეყოლება, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.
ინფორმაციას ამ შემთხვევაშიც გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.
კინობაზრობის (EFM) საიტის მიხედვით, დელეგაციას დაემატა პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და ირაკლი ბერიძე, რომელიც სიაში რეჟისორის სტატუსით არის.
შეგახსენებთ, დელეგაციაში ასევე შედიან POSTV-ისა და „იმედის“ თანამშრომლები. მათი ნაწილი გაფორმებულია, როგორც „პიარის დეპარტამენტის“ თანამშრომელი. სიაში ასევეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი და რეჟისორი ლეო გაბრიაძე.