“ძროხები რომ გამექცა, მუცელში დამარტყა” – 24 წლის ქალი ამბობს, რომ ქმარი სისტემატიურად სცემდა

მთავარი არხის ინფორმაციით, გურიაში, ქალზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა. 24 წლის ი. ქ. მედიასთან ამბობს, რომ კაცი სისტემატიურად სცემდა.
“ძროხებს ვეძებდი და მაგ დროს დამარტყა მუცელში მუშტი, ძროხები რომ გამექცა” – ამბობს ის მედიასთან.
ბოლო კონფლიქტი ქალის ოჯახის წევრების თანდასწრებით მოხდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა, ი.ქ.–ს დედა, მედიასთან ამბობს:
“ავიწროებდა, ურტყამდა, მე არ ვიცოდი. 2-3 დღეა გავიგე. მითხრა, რომ თქვენი მოკვლით მემუქრებოდაო. დედას და მამას რომ უთხრა, დაგიხოცავ ოჯახსო”
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ქალი ამჟამად, მშობლებთან იმყოფება. პოლიციამ კაცი სწორედ დააკავა. საქმე 126-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.