“ჩემი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ კახა კალაძეს”– დათუნა ჟღენტის დედა

31
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი კითხვებზე პასუხებს ითხოვს და პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს.
დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ უკვე წლებია პროკურატურაში დაატარებენ და დოკუმენტებს ამოწმებინებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ დაადგინა, ვინ არის პასუხისგებელი ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე.
ჩემი დათუნა 2 წლის და 9 თვის წინ ე.წ. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ იმიტომ, რომ სად არის სახელმწიფო, პასუხისმგებლობა ნული. ეს არის სისტემური მკვლელობა. სისტემის ყველა რგოლი არის დაქვემდებარებაში მერიის მუნიციპალიტეტის. რას აკეთებს ? – თბილსის მმართველობსი ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა ჩემი შვილი. იმ მრავალსართულიან შენობაში შექმნა უამრავი დეპარტამენტი. თვითონ დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა არ იციან, რომელ დეპარტამენტში არიან და იმათმა რა უნდა დაავალონ მის ხელქვეითს? კითხვა მაქვს, თვითონ კალაძემ იცის, რა ევალება? მისი მოვალეობა იცის საერთოდ? თუ მისი მოვალეობაა ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ – ამის იქით მოვალეობა და ვალდებულება არ აქვს?  პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას. როცა გაიგო კალაძემ რომ დედას შეხვედრა უნდა, რა მოიმოქმედა? – არაფერი. არანაირი კომუნიკაცია. ამიტომ მე დავასრულე, ჩემთვის დამნაშავე არის ეს პიროვნება “, – ამბობს დედა.
ადვოკატის შეფასებით ეს საქმე ხარვეზებით არის სავსე. არ არის ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, იკვეთება გამოძიების უმოქმედობა და გარკვეული პირებისა და უწყებებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ნიშნები.
2023 წლის 10 ივლისს ინციდენტი ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.
2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ  დაწერა: “ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა”.
მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!