იოავ გალანტი – გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა. ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან გამოყოფილი თანხები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მეშვეობით ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თავის მიზნებს არ მიაღწევს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის: -მა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე შესაბამისი გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას