უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, Лукойл-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, Лукойл-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში იყო ელექტროენერგიის პრობლემაც. თავდასხმა დრონებით განხორციელდა.