დღეს, 4 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრებს სათვალთვალო კამერიდან, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა ავრცელებს.მისივე თქმით, დაკავების მიზეზი და მისი ამჟამიჟნდელი ადგილმდებარეობა ადვოკატებისთვისაც უცნობია.სადიგოვის დაკავების ფაქტს ეხმაურება უფლებამდაცველი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. სწორედ ეს ორგანიზაცია უწევს ადვოკატირებას აფგან სადიგოვს.თამთა მიქელაძის თქმით, გუშინ, 3 აპრილს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა – ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1 აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა.“საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში. ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა. თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს “ქართული ოცნება” ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი]. ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში”, – წერს თამთა მიქელაძე.აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს



