პაპუაშვილი საპატრიარქოს საკითხების გაშუქების გამო მედიებს „რეაგირებით“ ემუქრება – Netgazeti

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოს საკითხების გაშუქების გამო მედიებს „რეაგირებით“ ემუქრება.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, საპატრიარქოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება პატრიარქის არჩევნებში ჩარევაა.
„მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში. ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.
ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, მათ შორის, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში.
აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და ამ ყველაფერზე გვექნება რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან