სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო – შალვა თადუმაძე უგულავას სარჩელზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართელე შალვა თადუმაძე, მის წინააღმდეგ, სტრასბურგში წარდგენილი სარჩელზე გადაწყვეტილებას ეხმიანება.
როგორც თადუმაძე წერს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით, მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო:
“გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა ჩემს უდიპლომობას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას. სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოთხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს.
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით, მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ერთადერთ საკითხზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტება გააკეთა, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი.
მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ,” – აღნიშნავს შალვა თადუმაძე.
თავად მოსარჩელე გიგი უგულავა კი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი მის სასარგებლოდ გამოიტანა. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში