ირაკლი ფავლენიშვილი – 12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე

12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე – ეს ხალხს არ აინტერესებს, ქართველ ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მათ სურთ ცვლილებები და ამიტომაც 2024 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა არ არის ის, რისი მოსმენაც ქართველ ხალხს სურს“.
„12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე, ეკონომიკური უბედურებები; როგორ შევქმნათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამის ნაცვლად მუდმივად გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა, ეს არ არის ის, რისი მოსმენაც სურს ქართველ ხალხს. მათ სურთ ცვლილებები იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და ამიტომაც, 2024 წლის არჩევნებში, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო