სოფელ ყულევთან ნაპოვნია საფრენი ობიექტის ფრაგმენტი.შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.საინფორმაციო გვერდ „World Military/ანალიტიკას“ ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან, სოკარის ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე, ზღვამ გამორიყა უცნობი დრონი.„ეს უნდა იყოს რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც ან ტექნიკური ხარვეზის გამო ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ის ყულევთან გამორიყა“, — წერს World Military/ანალიტიკა.



