პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ – ირაკლი კობახიძე

პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა საპასუხისმგებლო პოზიციაა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა.
“პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის დელეგატებს, ჩვენს გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ბუნებრივია და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში არის საკვანძო.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ “რვიანს”, რომლის შექმნის მთავარი არსი ლაკას ერთდღიანი შიმშილობის “გაპრავება” იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით