შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი – ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები – ჯუანშერ ბურჭულაძე

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული 4 თვე “დასვენების პერიოდი” იქნება.
“13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება