ირაკლი კობახიძე – ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი, არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი – არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პერსონიფიცირება არის სპეკულაცია.
„რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც, მომავალში იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ ის იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია და ამას არავითარი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა მ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გამოვიდა ყრილობაზე სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე, , პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამომსვლელების ვინაობა 24 იანვარს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე შეჯერდა.
„რაც შეეხება სიტყვით გამოსვლებს, დღის წესრიგი შეჯერდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, 24 იანვარს და ბიძინა ივანიშვილი თავად იყო ჩართული დღის წესრიგის შედგენაში. მისი სურვილი იყო, რომ ყრილობა წარმართულიყო ისეთი დღის წესრიგით, როგორც წარიმართა“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება