VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად

“სამგურალმა” გარკვეულწილად რეაბილიტაცია მოახდინა საკუთარი გულშემატკივრის თვალში წინა ტურში “სპაერთან” დიდი ანგარიშით წაგების გამო. გიორგი ონიანის გუნდმა პირველი საშინაო შეხვედრა მოიგო.
მას მერე, რაც ალმეიდამ “რუსთავი” დააწინაურა, წყალტუბოელები უკეთ ათამაშდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.
“რუსთავმა” კი, კარგი სტარტის შემდეგ, ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ცხადია, არ არის ადვილი უმაღლეს ლიგასთან ადაპტაცია. მომდევნო ტურში, 7 აპრილს, რუსთაველები ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებენ, “სამგურალი” კი თბილისში ითამაშებს “იბერიასთან”.
სამგურალი-რუსთავი 2:1
გოლები: 0:1 დე ალმეიდა (42), 1:1 ხორხელი (51), 2:1 ველისოლი (80, პენალტით)
სამგურალი: სიუკაევი, შათირიშვილი, ვინისიუსი, პაბლო რიანი, გეგეჭკორი (კვარაცხელია 77), აფციაური, ხორხელი, ჯანჯღავა (ველისოლი 46), შერგელაშვილი (ჟან კარლოსი 46), სებოლინია (ჯეფერსონი 69), პაპავა (ნ. ცეცხლაძე 69)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, ფაცაცია, ოლივეირა, ჩიქოვანი, პამი (გუჯაბიძე 77), უბილავა (მაშავა 88), ნაკანო, ქუთათელაძე (კესი 61), დე ალმეიდა (ჯაფარიძე 77), ოსეი (სეიხასი 61)
არბიტრი: ბ. ნინუა