მე არ ვლაპარაკობ არაფერ უცხოზე, როცა საქართველოს ეკლესიაზე ვლაპარაკობ. სად შემიძლია აზრი ვთქვა და სად არა, ამას პრიმიტივი სფიჩრაითერებით კმაყოფილი ცუდი თამადა ვერასდროს მიკარნახებს – ასე პასუხობს ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან (მნათე) სუთიძე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა, რომ “ტაბულა” და სხვა ონლაინ მედიები პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში და დააანონსა, რომ ამაზე რეაგირება იქნება.
“ირეაგირე”, ძალიან მომიხდება მეწამული მანტია – ეუბნება პაპუაშვილს ტაბულას რედაქტორი.
როგორც ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში გავცრელებულ პოსტში წერს, შალვა პაპუაშვილი “იუდეო-ქრისტიანულ სპორტში ახალია” და ვერ იგებს, რანაირად შეუძ₾იათ ჟურნალისტებს ეკლესიის უკეთ ანალიზი და მისი სიღრმისეული სინამდვილის გაგება – “ვიდრე მთელ ამათ ჩამყაყებულ სუს-ს, რომელიც კრებსებში სინოდური ჯგუფების კლასიფიკაციისთვის 2013 წლის ჩემს სტატიას იყენებდა”.
სიმართლე ის გახლავთ, რომ ბატონი პაპუაშვილი, როგორც გერმანული ენჯეოშნიზმის ყველაზე უარესი და სწორხაზოვანი წარმომადგებელი, ახალია იუდეო-ქრისტიანულ სპორტში :დ
ნეტარსახსენებელ სპიკერს ბერძნულ-რომაულში ჭიდაობა უფრო გამოუვა კოლეგა დეპუტატებთან, ვიდრე იმის სწავლა, რისგანაც ასეა აცდენილი სულისკვეთებით.
სასუფეველში ჯერ არავინ შესულა კოპების შეკვრითა და დუდღუნით.
კონსერვატიზმი მისთვის უცხო ენაა.
ამას ჩვენ ვგონივართ მისნაირი უცხო სხეულები. ვერ იგებს, რანაირად შეგვიძლია ეკლესიის უკეთ ანალიზი და მისი სიღრმისეული სინამდვილის გაგება, ვიდრე მთელ ამათ ჩამყაყებულ სუს-ს, რომელიც კრებსებში სინოდური ჯგუფების კლასიფიკაციისთვის 2013 წლის ჩემს სტატიას იყენებდა.
22 წლის გახლდით 2013 წელს.
ახლაც ვერ იგებს, რანაირად შეიძლება სრულიად მიუკერძოებლად განვსჯიდეთ იმას, რაც ჩვენთვის ღრმად ორგანულია, ხოლო მისთვის – როგორც საბჭოთა სუფრის ტატყანასთვის – სრულიად არაორგანული.
სინამდვილე ის არის, რომ მრავალ ჩვენგანს კვირაში ათობით სასულიერო პირთან აქვს ურთიერთობა. გვაქვს რა ცოცხალი, ქრისტიანული რწმენა და გვიხეხია რა საკურთხევლის იატაკები. გამოცდილება გვაქვს, ანუ.
შალვა პაპუაშვილი ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს, როცა 16 წლისა შუა აგვისტოში ნიკოლოზის დროინდელ მენორას “ზილიონკით” და ქვაბის სახეხით აპრიალებ, მაგრამ კრიტიკულ აზრს არ იხშობ. ამას მისი სეხნიის ნაბოდვარზე დაშენებული ჰგონია ქრისტეს სამოციქულო ეკლესიები.
მე არ ვლაპარაკობ არაფერ უცხოზე, როცა საქართველოს ეკლესიაზე ვლაპარაკობ. სად შემიძლია აზრი ვთქვა და სად არა, ამას პრიმიტივი სფიჩრაითერებით კმაყოფილი ცუდი თამადა ვერასდროს მიკარნახებს.
უწყის მაღალმა ღმერთმა სინდისის მილომეტრს არ დაგითმობთ.
ერთი წამით არ წარმოიდგინო, რომ სადმე მძიმეს გადავანაცვლებ, შალვა.
“ირეაგირე” როგორც ჩვენი მედია ამბობს.
ძალიან მომიხდება მეწამული მანტია”, – წერს ლევან სუთიძე.
რა თქვა შალვა პაპუაშვილმა:
დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონდე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.
ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს – პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.
ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.
კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.” – თქვა პაპუაშვილმა.




