პაველ ჰერჩინსკი – მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს

მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
„მე, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატმა, ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან, გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და მოუთმენლად ველი ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შემდეგ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიცით, რომ დღეს გარკვეული განცხადებები გველოდება. პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა