ხატია დეკანოიძე – ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს – ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს

არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს – ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება არჩევნებით.
„არაფერი შეიცვლება. პოლიტიკის განმსაზღვრელი, როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ეკონომიკაში, გეოპოლიტიკური თუ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა და ნებისმიერი სახელის და გვარის ცვლილებით ეს ვითარება არ შეიცვლება, სანამ ივანიშვილი ძალაუფლებას არ ჩამოსცილდება არჩევნებით. არ ვიცი, იქნება თუ არა კობახიძე პრემიერ-მინისტრი, არ ვიცი ვინ იქნებიან მისი კაბინეტის წევრები, ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება, სანამ ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს, ვისაც უნდა დანიშნავს, ვისაც უნდა მოხსნის. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე გამოვლინება კლეპტოკრატიული ოლიგარქიის, როცა ერთ ადამიანს მიტაცებული აქვს გადაწყვეტილებების მიღების ფაქტორიც კი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ