თინა ხიდაშელზე: ტაივანი არის სეპარატისტების, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო – ეს მავნებლობაზე მეტია

“ჩემთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო ის განცხადებები, რომლებიც გააკეთა ქალბატონმა ხიდაშელმა, ორმაგად აღმაშფოთებელი და მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსებას იღებს. ტაივანი არის სეპარატისტების, იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო და ჩიხში შეიყვანო – ეს მავნებლობაზე მეტია, მე თუ მკითხავთ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, თინა ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანიდან დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, მაშინ, როცა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მთელი მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირიც მუშაობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორგანიზაციის სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსება მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია.
“როდესაც მთელი მსოფლიო მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა დაალაგოს, დაათბოს, კიდევ უფრო გააძლიეროს, მათ შორის, ევროკავშირი, ცალკეული ქვეყნები და მათ შორის, ჩვენ. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება შუა დერეფნის განვითარება, იმიტომ რომ ჩვენი რეალური ფუნქცია რაც არის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც ვართ ისტორიულად, გეოგრაფიულად, ამის რეალიზების უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა პროექტით, რაც აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს და ამ დროს შენ გამოდიხარ და უტევ ჩინეთს.
ვწუხვარ ძალიან, რომ ამ დონეზე დაეშვა ქალბატონო ხიდაშელი, თან ყოფილი თავდაცვის მინისტრი. შეცდომა იყო ჩემის აზრით ეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში და ამ შეცდომას ასწორებს ახლანდელი ახალი ისტორია, რასაც ჩვენ “ქართული ოცნება” ვწერთ. ასეთი მავნებლები, ასეთი ხელმოცარულები არ უნდა გააკარო არც ხელისუფლებას და არც პოლიტიკას. ეტყობა რაღაც ფინანსური ინტერესი აქვს, თორემ, ნუთუ ვერ ხვდება, რას აკეთებს და როგორ იქცევა? თან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამ ქვეყნის, რომელსაც ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება