სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ესწრება.
სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება.
14:00 საათზე კი „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს