რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემცირების გამო გრაფიკი წესდება

რუსეთიდან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით, აფხაზეთში დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა, წერს apsadgil.info.
აფხაზური გამოცემის თანახმად, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, დაწესდა შეზღუდვები გრაფიკთან დაკავშირებით მთელი აფხაზეთის მასშტაბით – გრაფიკის განრიგი კი რუსეთიდან ყოველდღიური მიწოდების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
აფხაზეთში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენეგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად მცირდება, ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება. აფხაზური მხარის თანახმად, დანაკლისის შევსება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით ხდება, რაშიც აფხაზური მხარე ფულს იხდის. ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს ელექტროენერიგიისთვის რუსეთის წინაშე საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ