სანაკრებო პაუზის შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ, საფრანგეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში ტურში პსჟ “ტულუზას” უმასპინძლებს – პარასკევს, 22:45 საათზე.
რა თქმა უნდა, ლუის ენრიკე გაითვალისწინებს იმას, სანაკრებო ბატალიებში ვინ რა დოზით დაიტვირთა. მაგალითად, პორტუგალიის ნაკრებმა შორს, მექსიკასა და აშშ-ში ითამაშა.
ეს გუნდები ერთმანეთს 30 აგვისტოს, მე-3 ტურში შეხვდნენ, სადაც ჟოაო ნევეშის ჰეთ-თრიკი ვნახეთ. ხვიჩა კვარაცხელიას იქ ნახევარი საათი დაეთმო. თუკი “კვარას” საყვარელი მეტოქეები ჰყავს, ჯერჯერობით ტულუზელები მათ შორის არ არიან და დიდებულ ფორმაში მყოფ ქართველს ამის შეცვლის შესაძლებლობა გააჩნია. საქართველოს ნაკრებმა კვირას ითამაშა, ხვიჩამ ბევრ თანაგუნდელზე მეტი დაისვენა და სასტარტოში ველით, მიუხედავად იმისა, წინ “ლივერპულია.”
იმედია, ეს პაუზა ლუის ენრიკეს გუნდზე ცუდად არ იმოქმედებს და ისე ითამაშებენ, როგორც ბოლო დროს ვხედავდით. “ლანსის” კიდევ უფრო ჩამოტოვება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ამბავი იქნება, ამის შემდეგ კი გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან პლეი-ოფზე გადაერთვება.
პარიზელთა რიგებში ფაბიან რუისის დაბრუნებას ველით, ბარკოლა, მაიულუ და ნჯანტუ კი არ იქნებიან.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ერნანდესი – ზაირ-ემერი, ნევეში, დრო – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
კვირა, 19:15 სთ, მეცი (წიტაიშვილი/აბუაშვილი/ქვილითაია) – ნანტი.
შაბათი, 15:45 სთ, ინგლისი, FA თასი, 1/4 ფინალი
მანჩესტერ სიტი – ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი);
ორშაბათი, 23:00 სთ, ესპანეთი, ლა ლიგა
ჟირონა – ვილიარეალი(გიორგი მიქაუტაძე).