მოპარულია მილიონები, რომლითაც უფასო სასადილოებში ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა უნდა გამოეკვებათ. სუს-მა გაშიფრა სქემა, რომელიც მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მოქმედებდა. მითვისებულია გამგეობის მიერ ჩარიცხული 18 მლნ-დან 3 მლნ 529 ათასი ლარი ლარი. საგამოძებო მომედეების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანია პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებს აყალბებდა და ბიუჯეტიდან ფული ამ თაღლითობით მიითვისა.
დაკავებულია 5 პირი – “ალადაშვილი ენდ კო”-ის და მისი ქვეკონტრაქტორების დირექტორები. ამ დრომდე სწორედ ეს კომპანია იყო ისნის, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და კრწანისის უფასოსასადილოების მომარაგებაზე პასუხისმგებელი. ჯამში 14 ათასზე ზე მეტ ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა. სიებს, თუ ვის შეუძლია უფასო სასადილოში საკვების მიღება, გამგეობა ადგენს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ ამუშავებდნენ სქემას – ბენეფიციარებს კუთვნილ პროდუქტს პარავადნენ და ულუფებს უმცირებდნენ, თუ ხალხი ვინც სიაში იყო, მაგრამ საკვები სასადილოდნა არ მიჰქონდა, მაინც ნიშნავდნენ, თითქოს პროდუქტი მიიღო?
“ალადაშვილი ენდ კო” უფასო სასადილოებს წლების ამარაგებს, ბენეფციარების ძარცვის სქემას კი სუსის გამოძიების მიხედვით, 2023 წლიდან ამ დრომდე ამუშავებდა. ამ კომპანიისთვის დარღევები არაერთხელ აღმოუჩენიათ, დაუჯარიმებიათ კიდეც, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებში მაინც უპირობო ლიდერად რჩებოდა. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლებელია მფარველობის გარეშე, ამ სქემას ემუშავა. მათი თქმით, თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის.




