უმძიმესი კადრები მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრიდან – ადგილზე ხმაურია (ვიდეო)

თბილისში, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან მოქალაქეები, ცხოველთა უფლებადამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ.

როგორც “TV პირველის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თავშესაფრის ტერიტორიაზე გაუსაძლისი მდგომარეობაა, არის ანტისანიტარია და შინაურ ცხოველებს ვეტერინარების სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.

ადგილზე მისულმა ადამიანებმა, მონახულების საათებში შიდა ტერიტორიაზე ვოლიერები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ მათთვის თავშესაფრის თანამშრომლებს ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეუზღუდავთ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს თავშესაფრის ტერიტორია დაატოვებინეს.

ცხოველთა მიმკედებლები ყვებიან, რომ თავშესაფარში ნახეს ძაღლები, რომლებზეც ეუბნებოდნენ, რომ იქ არ იყვნენ.

ლეკვები არიან ცუდად შიგნით, არაერთი. ვისაც ყავს ლეკვები სახლში, სამწუხაროდ ლეკვებს ვერ გავიყვანთ, ვისაც ყავს ზრდასრული ძაღლები ვაქცინირებული, შეგიძლიათ გაიყვანით, დაგეხმარებით მკურნალობაში.

ძაღლები, რომლებზეც ეუბნებოდნენ მიმკედებლებს, რომ არ იყვნენ შიგნით და არ იყვნენ შეყვანილი კონკრეტული ტერიტორიიდან, არიან შიგნით, გადავიღეთ. ეს ძაღლები სად წაიყვანეს არავინ არ იცის, ეს არის რეალობა და ეს არის ყველაფერი რაც ხდება,” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ამ დროისთვის, თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სასაუბროდ რამდენიმე ადამიანია შესული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა