ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 3 დღეში 108 ადამიანი დააკავეს

-ს ცნობით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ“, — აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ